ერთა ლიგა — საქართველომ და უკრაინამ ბათუმში ქულები გაიყვეს

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-5 ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში უკრაინა მიიღო — მატჩი დაძაბული გადმოდგა და ფრედ, 1-1 დასრულდა.
შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს. მე-7 წუთზე ბურთი საკუთარ კარში სოლომონ კვირკველიამ ჩაჭრა და უკრაინამ პირველი ტაიმი მოიგო.
მეორე ნახევარი საქართველოს დიდი უპირატესობით წარიმართა, 78-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
5 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად პირველ ადგილს იყოფს, თუმცა, ჩეხებს ერთი მატჩიც ნაკლები აქვთ ჩატარებული. უკრაინა კი 5 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება. ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს ესტუმრება, ხოლო უკრაინა ალბანეთს დაუპირისპირდება.