ავტორიზაცია

ერთა ლიგა | შვედეთმა აზერბაიჯანი გაანადგურა და ფლეიოფის საგზური მოიპოვა

ერთა ლიგა | შვედეთმა აზერბაიჯანი გაანადგურა და ფლეიოფის საგზური მოიპოვა
თარიღი 20 Nov 2024, 02:26
უეფა-ს ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, შვედეთის ეროვნული ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანს უმასპინძლა. 

იონ დალ ტომასონის გუნდს დღეს გამარჯვება სჭირდებოდა, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინა. მასპინძლები უპირობო ფაორიტები იყვნენ და გოლი მატჩის დებიუტშივე გაიტანეს - 10 წუთზე თავი დეიან კულუსევსკიმ გამოიჩინა. პირველ 45 წუთში აზერბაიჯანელთა კარში კიდევ 2 გოლი გავიდა: ვიქტორ დიოკერეშმა დუბლი შეასრულა. ასევე, ტაიმის ბოლოს, ერთი გოლი ალექსანდრ ისაკმა გაიტანა, მაგრამ ის VAR-მა გააუქმა. 

მეორე 45 წუთში ვითარება არ შეცვლილა - შვედეთი თავისი სიამოვნებისთვის თამაშობდა. ისაკს კვლავ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ნიუკასლის ფორვარდამ პენალტი ვერ გამოიყენა. 2-წუთიან მონაკვეთში, ჯერ კულუსევსკიმ შეასრულა დუბლი, ხოლო შემდეგ ვიქტორ იოკერეშმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, მაგრამ ამაზე არ გაჩერებულულა და მეოთხე გოლიც გაუტანა აზერბაიჯანს.

შვედეთმა დამაჯერებლად, 6-0 მოიგო, C დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და პლეიოფის საგზური მოიპოვა.

ამ ჯგუფში მეორეზე სლოვაკეთი გავიდა, მესამეზე - ესტონეთი, აზერბაიჯანი კი ბოლოზეა და D დივიზიონში დაქვეითდა.