"ერთადერთი რამ აკლია", - პოჩეტინოს აზრით, რონალდუსა და მესის მბაპე შეცვლის
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ფორვარდ კილიან მბაპეს თამაშზე ისაუბრა და თქვა, რომ ფრანგს შეუძლია "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელი გახდეს.
"მბაპეს პოტენციალი აქვს. ერთადერთი, რაც აკლია, დროა. ვერ დავაჩქარებთ. მაგრამ ვფიქრობ, კილიანი უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.
"დრო სჭირდება იმისათვის, რათა რეპუტაცია გამოიმუშავოს და აღიარება მიიღოს, რომელსაც იმსახურებს", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Le Parisien.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფრანგმა ლიგა 1-ში 23 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მბაპემ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ამ გათამაშებაში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და 3 ასისტიც მიითვალა.