ერთი ყაზახური გუნდიდან მეორეში - იმნაძის ახალი კლუბი ცნობილია
25 წლის თავდამსხმელმა ლუკა იმნაძემ ყაზახური "აკჟაიკის" რიგებში წარმატებული მატჩები ჩაატარა, გუნდი კი ახალი წლის მიწურულს დატოვა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, იმნაძე ყახაზეთში რჩება და კარიერას ამჯერად "ყიზილჟარში" გააგრძელებს.
იმნაძის ტრანსფერს კლუბი ოფიციალურად რამდენიმე დღეშ გამოაცხადებს.
ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში "ყიზილჟარმა" მე-10 ადგილი დაიკავა. იმნაძემ კი "აკჟაიკის" მაისურით 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი