"ერთიანი ძალებით ყველაფერი მიღწევადია" | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია ხორვატიასთან მატჩის შემდეგ
საქართველომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ფინალის პირველ დაპირისპირებაში ხორვატია თბილისში 1-0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა:
„რთული მატჩი იყო. ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება, რასაც ველოდით კიდეც. მეორე ტაიმში მეორე გოლის გატანაც გვინდოდა. ჩვენი მიზანია, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.
განმეორებითი მატჩი 19 ნოემბერს, 22:00 საათზე, რიეკაში გაიმართება.

დღეს ვერ ვიტყვი, შემდეგ მატჩში რა მოხდება. გასვლითი თამაში სირთულეებთანაა დაკავშირებული და ახლა იმაზე ვართ კონცენტრირებულნი ვართ, რომ ძალები მალე აღვიდგინოთ.
ირაკლი აზაროვის ტრავმა, პირველადი შეფასებით, მძიმე არ ჩანს, მაგრამ ხვალამდე უნდა მოვიცადოთ.
ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ შედეგი კარგია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ ფეხბურთელს სათამაშო დროის დეფიციტი აქვს.
გაბრიელ სიგუა ჩვენთვის დიდი ძალაა. ტრავმის გამო მას ძალიან დიდი პაუზა ჰქონდა. შევეცდებით, მისი სათამაშო დრო თანდათან გავზარდოთ.
ვიცოდით, რომ მეტოქე კარგი მოთამაშეები ჰყავთ და ძლიერი გუნდია, მაგრამ ერთიანი ძალებით ბევრი რამ მიღწევადია."
განმეორებითი მატჩი 19 ნოემბერს, 22:00 საათზე, რიეკაში გაიმართება.