ავტორიზაცია

"ეს დაუშვებელია" — ჰანსი ფლიკმა ჟიულ კუნდე დასაჯა

"ეს დაუშვებელია" — ჰანსი ფლიკმა ჟიულ კუნდე დასაჯა
თარიღი 18 Feb 2025, 13:21
გუშინ ბარსელონამ რაიო ვალიეკანოს უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა, რითაც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბარსას სასტარტო შემადგენლობაში ჟიულ კუნდე არ იყო და მისი ადგილი ექტორ ფორტმა დაიკავა. ამის მიზეზი მალევე გაირკვა - ფრანგმა ფეხბურთელმა წინასამატჩო შეკრებაზე უკვე მეორედ დააგვიანა, რაც ჰანსი ფლიკისთვის დაუშვებელია. შედეგად, წინა დაგვიანების დროსაც და გუშინაც, გერმანელმა მწვრთნელმა კუნდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მოგვიანებით შეიყვნა.

"კუნდემ დააგვიანა. მატჩამდე 2-3 შეხვედრა გვაქვს... ძალიან რთული არაა, რომ დროზე მოხვიდე. ჟიულმა მოსვლა ვერ მოასწრო. ეს გასაგები წესია და დარღვევა არ შეიძლება!" — ჰანსი ფლიკი.