"ეს იქნება ფინალი ფინალამდე" | ჰანსი ფლიკი

ბარსელონა ინტერის მატჩის (3-3) შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.
"საუკეთესო სტარტი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ გავუშვით ორი გოლი, თუმცა საბედნიეროდ, ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. მეორე ნახევარში გვქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ შეცდომებიც იყო. ქომაგებმა უბრალოდ დაუვიწყარი სანახაობა იხილეს. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, მხოლოდ მოგება გვჭირდება."
"ეს იქნება ფინალი ფინალამდე. ჩვენი მოწინააღმდეგე არის ძალიან გამოცდილი გუნდი, რომელიც ეფექტურად იყენებს სტანდარტების შესრულების დროს არსებულ უპირატესობას. ეს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალია და აქ სუსტი მეტოქეები არ არსებობენ. ინტერმა ეს დაამტკიცა," - ჰანსი ფლიკი.

საბოლოოდ ფინალისტი 6 მაისს, სან სიროზე გამოვლინდება.