"ეს მელოტი ადამიანები ასეთი უცნაურები არიან", - ვიდალმა ტენ ჰაგი რონალდუს გამო გააკრიტიკა

არტურო ვიდალმა ერიკ ტენ ჰაგი კრიშტიანუ რონალდუს მიმართ დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.
2022 წლის ბოლოს, პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, „მან იუნაიტედმა“ და რონალდუმ კონტრაქტი გაწყვიტეს. ამ ინტერვიუში, კრიშტიანუმ პირდაპირ თქვა, რომ ტენ ჰაგს პატივს არ სცემს, იმიტომ რომ ის თავად არ იჩენს მის მიმართ პატივისცემას.
ამ გადაწყვეტილებამდე, ტენ ჰაგის მოთხოვნით, რონალდუ საერთო ჯგუფს ჩამოაშორეს, იმის გამო, რომ პორტუგალიელმა „ტოტენჰემთან“ მატჩის ბოლო წუთებზე მოედანზე შესვლა იუარა.
„მწვრთნელი არასწორად მოიქცა. როგორ შეიძლება კრიშტიანუ რონალდუს ასე მოშორება? ასეთი უცნაურები არიან ეს ადამიანები.
ის საუკეთესო ბომბარდირი იყო და თამაშგარეში დატოვეს. მელოტ ხალხთან ყოველთვის რთულია საქმის დაჭერა.“, - აღნიშნა „ბარსელონას“ ექს-ნახევარმცველმა.