"ეს რეალის დასასრულია?" - კარლო ანჩელოტი

იტალიელმა სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ რეალ მადრიდზე ისაუბრა.
"ეს რეალის დასასრულია? კლუბს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს ოქროს ერადან მაგალითად: ვინი, კამავინგა, როდრიკო. ჩვენ ვნახეთ რონალდუს, ბენზემას, კაზემიროს, რამოსის და კროოსის წასვლა, ახლა მოდრიჩიც, მხოლოდ კარვახალი დარჩა, მაგრამ რეალ მადრიდი ყოველთვის რეალ მადრიდი და საუკეთესო კლუბი იქნება," - კარლო ანჩელოტი.
კარლო რეალ მადრიდს ჯამში 6 წელი წვრთნიდა, მან ამ დროის განმავლობაში კლუბთან ერთად არაერთი დიდი ტიტულის მოგება შეძლო.