ავტორიზაცია

ეშმაკების პირველი ტრანსფერი ?

ეშმაკების პირველი ტრანსფერი ?
თარიღი 14 ივნ 2024, 12:38
მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს. გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ უკანა ხაზია და მისი გაძლიერება კლუბის პრიორიტეტში შედის. ''წითელი ეშმაკები'' უკვე დიდი ხანია ევერტონის ინგლისელი უკანახაზელით ჯარად ბრანტვეიტით ინტერესდებიან. 

დღეს დაიწერა, რომ მანჩესტერმა და ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც ინგლისელი ანაზღაურება კვირაში 150 ათასი ფუტი იქნება. ახლა ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული. მერსისაიდული გუნდი თავის მცველში 70 მილიონ ფუნტს ითხოვს, რის გადასახდელათაც მანჩესტერი მზად არის. 

ბრანტვეიტი ევროპის ჩემპიონატის საბოლოო განაცხადს მიღმა დარჩა. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 21 წლის მცველმა 35 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.