ესპანელი მცველის მიმართ გრანდების ინტერესი იმატებს
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ანდონი ირაოლას ბორმუთი ყველას აოცებს, “ალუბლები“ ჩემპიონატის მერვე ადგილზე იმყოფებიან და ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდნენ ტოპ გუნდებისთვის. ბორმუთი ძალიან ორგანიზებულ და დალაგებულ თამაშს თამაშობს.
ბორმუთის რიგებში უნდა გამოვარჩიოთ, დინ ჰეისენი ნიდერლანდებში დაბადებული მოთამაშე პრემიერ ლიგის გამორჩეული მცველია. ესპანეთში გაზრდილი უკანახაზელი ამ სეზონის აღმოჩენაა და ილია ზაბარნისთან ერთად ჩემპიონატის გამორჩეული დუეტი აქვს შექმნილი. აქედან გამომდინარე ესპანელი მცველის მიმართ ტოპ კლუბებმა გამოხატეს ინტერესი: რეალი და ჩელსი ეს ის ორი კლუბია, რომელსაც სურს ჰეისენის შეძენა.
ენცო მარესკას გუნდი აქტიურად ეძებს ახალი უკანახაზელს, რადგან “ლურჯების“ შემადგენლობაში არც ისე საიმედო მცველები არიან. ხოლო რეალს, რაც შეეხება ფლორენტინო პერესის გუნდიც აქტიურად ეძებს ახალ უკანახაზელს და დიდი შანსია, რომ ეს სწორედ ესპანელი მცველი იყოს.
თავის მხრივ ინგლისური გუნდი ერთ-ერთ ლიდერს, 50 მილიონად აფასებს და ამაზე ნაკლებად მასთან გამომშვიდობებას არ გეგმავს. მიმდინარე სეზონში ჰეისენს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, 17 ჩატარებული მატჩი სადაც თავი ორჯერ გამოიჩინა, ამის გარდა დაცვაში ესპანელი საოცრად დამაჯერებელია და არ არის გასაკვირი, რომ მისით მსოფლიოს წამყვანი კლუბები ინტერესდებიან.