ავტორიზაცია

ესპანეთის ლა ლიგის და იტალიის სერია A-ს მატჩები სხვა ქვეყნებში გაიმართება

ესპანეთის ლა ლიგის და იტალიის სერია A-ს მატჩები სხვა ქვეყნებში გაიმართება
თარიღი 07 Oct 2025, 10:38
უეფასთან გამართული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა — მიმდინარე სეზონზე ესპანეთის ლა ლიგისა და იტალიის სერია A-ს თითო მატჩი საზღვარგარეთ გაიმართება.

მილანისა და კომოს შეხვედრას ავსტრალიის ქალაქი პერთი უმასპინძლებს, ხოლო ვილიარეალისა და ბარსელონას დაპირისპირება მაიამიში შედგება. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად კომერციული ხასიათისაა და კლუბებისთვის სერიოზული ფინანსური მოგების მომტანი იქნება.

უეფაში აცხადებენ, რომ ეს ერთჯერადი გამონაკლისია და ორგანიზაცია კვლავაც ეწინააღმდეგება შიდა ჩემპიონატების მატჩების სხვა ქვეყნებში ჩატარების პრაქტიკას.