ესპანეთის ნაკრებმა თურქეთის წინააღმდეგ ქულები დაკარგა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებები დაუპირსპირდნენ.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდი ბოლო წუთამდე იბრძოდა გამარჯვებისთვის, თუმცა მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
თამაშში გოლები გატანა დანი ოლმომ (ესპანეთი), დენიზ გიულმა (თურქეთი), სალიჰ ოზჯანმა (თურქეთი) და მიკელ ოიარსაბალმა (ესპანეთი) შეძლეს.
ამ შეხვედრის შემდეგ E ჯგუფში პირველი ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ესპანეთმა მოიპოვა, ხოლო თურქეთი 13 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა.


