ესპანური გრანდი მოჰამედ სალაჰის ტრანსფერით დაინტერესდა
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლივერპულის შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 32 წლის ეგვიპტელის ტრანსფერით კატალონიის ბარსელონა დაინტერესდა და მის დამატებას ზაფხულში უფასოდ შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს ლივერპულთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.