ავტორიზაცია

ესპანური გუნდები 18 წელია ევროტურნირებზე არ მარცხდებიან

ესპანური გუნდები 18 წელია ევროტურნირებზე არ მარცხდებიან
თარიღი 01 ივნ 2023, 10:28
ესპანური კლუბები 22 წელია ევროტურნირების ფინალს არ აგებენ.

„სევილიამ" დღეს „რომას" ევროპა ლიგის ფინალი მოუგო და ტიტულს მეშვიდედ დაეუფლა.

2000/01-სეზოში „ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ვალენსიას" პენალტების სერიაში მოუგო, „ლივერპულმა" კი უეფას თასის ფინალში „კადისს" აჯობა. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევები, როცა ესპანურმა გუნდმა ევროტურნირის ფინალი დათმო.

შემდეგი შემთხვევა შემდეგსავე სეზონში მოხდა - 2001/02-სეზონში „რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლევერკუზენის „ბაიერს" 2:1 მოუგო და ხანგრძლივ სერიას დაუდო სათავე.

კერძოდ, ესპანურმა გუნდებმა ევროტურნირებზე ბოლო 18 ფინალის მოგება შეძლეს.