ავტორიზაცია

ესპანური მედია: რეალი პარი სენ ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერის ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური მედია: რეალი პარი სენ ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 18 Dec 2025, 10:04
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.

Marca-ს ცნობით, სამეფო კლუბი პარი სენ ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერის, ვიტინიას ტრანსფერზე მუშაობს და ახალგაზრდა პორტუგალიელის გაფორმება ზაფხულში სურს.

შეგახსენებთ, რომ ვიტინია პარიზული კლუბის ღირსებას 2022 წლიდან იცავს და გუნდის მაისურით ჩატარებულ 176 შეხვედრაში 24 გოლი გიატანა და 22 საგოლე გადაცემა გაიფორმა.