ესპანური მედია: რეალში ჩაბი ალონსოს მომავალზე გადაწყვეტილება მიიღეს

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ ჩაბი ალონსოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
Marca-ს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტისთან განცდილი მარცხის მიუხედავად, სამეფო კლუბში 44 წლის სპეციალისტს ენდობიან და ის ჯერ კიდევ რჩება მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ცნობისთვის, მანჩესტერ სიტისთან მატჩის წინ, არაერთი ავტორიტეტული გამოცემა წერდა, რომ არასასურველი შედეგის შემთხვევაში ჩაბი ალონსო გუნდს დატოვებდა.

