ავტორიზაცია

ESPN: კილიან მბაპე რეალის ფეხბურთელი გახდება!

ESPN: კილიან მბაპე რეალის ფეხბურთელი გახდება!
თარიღი 04 თებ 2024, 02:05
რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ, ტრანსფერი მაინც შედგება და კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება.

გავლენიანი გამოცემის, ESPN-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბთან წინასწარ კონტრაქტს მომდევნო კვირაში გააფორმებს.

მბაპე რეალის ფეხბურთელი ოფიციალურად ზაფხულში გახდება, მას შემდეგ, რაც "პსჟ"-სთან მას კონტრაქტი ამოეწურება.

მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელის სამეფო კლუბში გადასვლა გასულ ზაფხულსაც იგეგმებოდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.