ავტორიზაცია

ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში იბრძოლებს

ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში იბრძოლებს
თარიღი 26 Jul 2021, 10:04

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეთერ ლიპარტელიანმა ¼-ფინალის ბარიერი ვერ გადალახა.

ქართველი სპორტსმენის მეტოქე ფრანგი ლეონი სარა სისიკე იყო, რომელთანაც ეთერი დამატებით დროში დამარცხდა.

ძირითად დროში მეტოქეებმა თითო ვაზარი გაცვალეს და გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, რის შემდეგაც საქმე ოქროს ანგარიშში გადავიდა, სადაც ლიპარტელიანის მეტოქე უკეთესი აღმოჩნდა და გადამწყვეტი ვაზარიც მოიპოვა.

ამრიგად, ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც იულია კოვალჩიკს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 12:00 საათიდან დაიწყება და ქართველი სპორტსმენიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას სწორედ ამ დროს დაიწყებს.