€30 მლნ და იჯარა - ლივერპული მამარდაშვილის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპული გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ €30 მილიონის გადახდას სერიოზულად განიხილავს.
მერსისაიდულ კლუბში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
ინგლისური გრანდი მამარდაშვილის ყიდვასა და შემდეგ განათხოვრებაზე ფიქრობს.
Relevo-ს ცნობით, ქართველი მეკარე ტრანსფერზე თანახმაა, შესაბამისად, ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული.