ავტორიზაცია

ევერტონი ჩელსის ყოფილ გოლკიპერს უმიზნებს

ევერტონი ჩელსის ყოფილ გოლკიპერს უმიზნებს
თარიღი 17 ივლ 2021, 23:26

"ევერტონი" "ჩელსის" ყოფილი მეკარის, ასმირ ბეგოვიჩის შეძენას გეგმავს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, "კანფეტები" 34 წლის ბოსნიელს სარეზერვო კიპერის რანგში განიხილავენ.

ბეგოვიჩი ამჟამად "ბორნმუთში" ირიცხება. გასულ სეზონში მან "ალუბლების" მაისურით 51 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა.

Transfermarkt-ის ვერსიით, გამოცდილი კარის დარაჯის სატრანსფერო ფასი 1,2 მილიონ ევროს შეადგენს.