ევერტონის თავდამსხმელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

"ევერტონის" თავდამსხმელი, ბერნარდი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
28 წლის ბრაზილიელმა კლუბ "ალ შარჯასთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ბერნარდი "ევერტონში" 2018 წელს, დონეცკის "შახტარიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა "კანფეტების" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.