ავტორიზაცია

ევერტონმა ლიდსის ფეხბურთელი იჯარის წესით გაიფორმა

ევერტონმა ლიდსის ფეხბურთელი იჯარის წესით გაიფორმა
თარიღი 14 აგვ 2023, 11:23
"ლიდსის" თავდამსხმელი ჯეკ ჰარისონი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი "ევერტონს" იჯარით შეუერთდება.

გასულ სეზონში ჰარისონმა "ლიდსის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.