ავტორიზაცია

ევერტონმა ნახევარმცველთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ევერტონმა ნახევარმცველთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 03 ნოე 2023, 19:45
ლივერპულის "ევერტონმა" ნახევარმცველ აბდულაე დუკურეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 

გარიგების შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში დუკურემ "ევერტონის" შემადგენლობაში 13 მატჩი  ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.