ევრო 2020-ს 1/4-ფინალური ეტაპის წყვილები და მატჩების გამართვის ზუსტი დრო ცნობილია
ევრო 2020-ზე მერვედფინალური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა და ცნობილი გახდა კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ¼-ფინალში დაუპირისპირდებიან.
უკანასკნელი გუნდი, რომელიც 8 საუკეთესოში მოხვდა - უკრაინის ეროვნული ნაკრებია, რომელმაც ბოლო მერვედფინალში შვედეთს სძლია და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო.
ამრიგად, ¼-ფინალები ასე გადანაწილდა:
შვეიცარია - ესპანეთი (02.07 – 20:00)
ბელგია - იტალია (02.07 – 23:00)
ჩეხეთი - დანია (03.07 – 20:00)
ინგლისი - უკრაინა (03.07 – 23:00)
პოტენციური ნახევარფინალები კი ასე გამოიყურება:
შვეიცარია/ესპანეთი - ბელგია - იტალია
ჩეხეთი/დანია - ინგლისი/ უკრაინა.
ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 6 და 7 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.