ევრო 2020-ს ყველაზე დიდი სენსაცია - ჰოლანდიის ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა [VIDEO]
ევრო 2020-ზე ჯერჯერობით ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა - ჰოლანდიის ნაკრები ჩეხეთთან 0:2 დამარცხდა და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა.
ორივე გოლი ჩეხებმა მეორე ტაიმში გაიტანეს - ანგარიში ჰოლსმა 68-ე წუთზე გახსნა, 80-ზე კი პატრიკ შიკმა ევრო 2020-ზე თავისი მეოთხე გოლი გაიტანა და ჰოლანდიის იმედებს საბოლოო წერტილი დაუსვა.
შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი მატჩის 55-ე წუთზე მატეის დე ლიგტის წითელმა ბარათმა შეასრულა, რომელმაც ხელით თამაშის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
ამრიგად, სენსაციური შედეგი მივიღეთ, ჩეხეთი ევრო 2020-ს მეოთხედფინალში გავიდა, სადაც დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალში ერთ-ერთ მოულოდნელ წევრს აუცილებლად ვიხილავთ.