ევრო 2024: A ჯგუფი - გერმანია მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა, შოტლანდია ტურნირს დაემშვიდობა
დღეს ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა და ყველაფერი გაირკვა.
გერმანია შვეიცარიასთან მარცხსა და პირველი ადგილის დაკარგვას ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გადაურჩა. მურათ იაკინის გუნდი 28-ე წუთზე დან ნდოიემ დააწინაურა. შვეიცარიელები მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ მოიგეს - მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ნიკლას ფიულკრუგმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და "ბუნდესმანშაფტს" ჯგუფში პირველი ადგილი შეუნარჩუნა.
მეორე მატჩში ერთმანეთს შოტლანდია და უნგრეთი დაუპირიუსპირდნენ. მატჩის მიწურულს კევინ ჩობოტმა გაიტანა და მარკო როსის გუნდს ევრო 2024-ზე პირველი გამარჯვება მოუტანა. ამ მარცხის შედეგად, სკოტები ჯგუფში ჩარჩნენ.