ავტორიზაცია

ევრო 2024 | ავსტრიამ პოლონეთი 3-1 დაამარცხა

ევრო 2024 | ავსტრიამ პოლონეთი 3-1 დაამარცხა
თარიღი 21 ივნ 2024, 23:00
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ავსტრიამ პოლონეთს 3-1 მოუგო.

ავსტრია გერნოტ ტრაუნერმა (9') დააწინაურა, რის შემდეგაც პოლონეთმა კშიშტოფ პიონტეკის (30') გოლით ანაგრიში გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმში რალფ რანგნიკის გუნდის მხრიდან კრისტოფ ბაუმგარტნერმა (66') და მარკო არნაუტოვიჩმაც (78', პენ.) გაიტანეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 3-1.


ავსტრია მომდევნო ტურში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, პოლონეთი კი - საფრანგეთს. ორივე მატჩი 25 ივნისს გაიმართება.

ნიდერლანდები და საფრანგეთი კი ერთმანეთს ამ წუთებში ხვდებიან.