ევრო 2024: ბელგიამ სლოვაკეთთან წააგო
დღეს, ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში, ფრანკფურტში გამართულ შეხვედრაში ბელგიამ სლოვაკეთთან წააგო.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გავიდა - დომენიკო ტედესკოს გუნდის კარი იურაი კუცკას პასით ივან შრანცმა აიღო და სლოვაკეთს მოაგებინა.
მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუმ 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბურთები VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმეს: პირველი გოლისას ბელგიელი თამაშგარეში იმყოფებოდა, მეორე გოლისას კი საქმე ხელით თამაშს ჰქონდა.
ასევე დღეს ჩატარდა ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს რუმინეთი და უკრაინა დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ მატჩში რუმინელებმა 3-0 იმარჯვეს და, შესაბამისად, ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე არიან.
მომდევნო ტურში ბელგია რუმინეთს შეხვდება (20 ივნისს), სლოვაკეთი კი - უკრაინას (21 ივნისს).