ევრო 2024: ჩეხეთის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა
ჩეხეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის წინ ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.
ჩეხეთის ნაკრებისა და "ტვენტეს" ნახევარმცველი მიხალ სადილიკი, ველოსიპედიდან გადმოვარდა და ფეხი დაიზიანა.
ამ ტრავმის გამო სადილიკი ევრო 2024-ზე ასპარეზობას ვერ შეძლებს, ამის შესახებ ეროვნული გუნდის პრესსამსახური იტყობინება.
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთის ნაკრების მეტოქეები პორტუგალიის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებები იქნებიან.