ავტორიზაცია

ევრო 2024 | ესპანეთი 3-0 ხორვატია

ევრო 2024 | ესპანეთი 3-0 ხორვატია
თარიღი 15 ივნ 2024, 22:32
ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე", B ჯგუფის პირველ მატჩში ესპანეთმა ხორვატია 3-0 დაამარცხა.

ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა: ფაბიან რუისის შესანიშნავი პასით დომინიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გასულა ალვარო მორატამ "ფურია როხა" დააწინაურა. ამ გოლიდან 3 წუთში, ბრწყინვალე მოძრაობების შემდეგ, თავად რუისმა გაიტანა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს ლამინ იამალის ჩაწოდებას, საჯარიმოში დანი კარვახალი დახვდა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა, მაგრამ მე-80 წუთზე ხორვატიას კარგი შანსი ჰქონდა: უნაი სიმონის შეცდომის გამო როდრის საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევა მოუწია და, შესაბამისად, მაიკლ ოლივერმა ესპანელთა კარში პენალტი დანიშნა. ბრუნო პეტკოვიჩის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი სიმონმა მოიგერია, რის შემდეგაც, დამატებაზე ივან პერიშიჩა ითამაშა, პასი გააკეთა და პეტკოვიჩმა მაინც გაიტანა, თუმცა გოლის VAR-ზე შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ხორვატები პენალტის დარტყმისას საჯარიმოში ადრე შევიდნენ, და გოლი გაუქმდა.

ესპანეთი 3 ქულით ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. B ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს იტალია და ალბანეთი დაუპირისპირდებიან, სტარტს 23:00 საათზე აიღებს.