ევრო 2024 | გერმანიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა - "ბუნდესმანშაფტმა" შტუტგარტში გამართულ მატჩში უნგრეთი 2-0 დაამარცხა.
ანგარიში 22-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანის პასით ჯამალ მუსიალამ გახსნა და იულიან ნაგელსმანის გუნდი დააწინაურა, 67-ე წუთზე კი თავად გიუნდოგანმაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
გერმანელები 2 მოგებით A ჯგუფში პირველ ადგილზე არიან, უნგრეთი კი 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა - შოტლანდიასა და შვეივცარიას შორის - სტარტს 23:00 საათზე აიღებს.