ავტორიზაცია

ევრო 2024-ის 1/4-ფინალური მატჩი: ინგლისი 🆚 შვეიცარია | პრევიუ

ევრო 2024-ის 1/4-ფინალური მატჩი: ინგლისი 🆚 შვეიცარია | პრევიუ
თარიღი 06 ივლ 2024, 14:18
დღეს 6 ივლისს ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური სტადიის მეორე სათამაშო დღე აიღებს სტარტს. პირველ შეხვედრაში ქალაქ დუსელდორფში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინგლისის და შვეიცარიის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩის მთავარი არბიტრი იტალიელი დანიელე ორსატო იქნება.

ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელებმა უმძიმესი თამაში აჩვენეს, გუნმდა სამი შეხვედრიდან, ერთი მოიგო და ორი საყაიმო ანგარიშით დაასრულა, რასაც ძალიან დიდი კრტიკა მოჰყვა. მერვედფინალიში გუნდი სლოვაკეთს შეხვდა, ფურცელზე გარეტ საუთგეიტის გუნდი უპირობო ფაორიტი იყო, მაგრამ ''ლომებისთვის'' თამაში უმძიმესად წარიმართა, გუნდი მთელი თამაშის მანძილზე მარცხდეობა და ინგლისელ გულშემატკივრებს ჩემოდნები უკვე ჩალაგებული ჰქონდათ, მაგრამ შეხვედრის კომპენსიტებულ დროში ჯუდ ბელინგემმა ტურნირის საუკეთესო გოლი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. იქ ინგლისელებმა უკვე თამაში თავის მხარეს გადაქაჩეს და ჰარი კეინის გოლის წყალობით გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

ინგლისელთა მეტოქე მურათ იაქინის შვეიცარია იქნება. ''თეთრწითლები'' ძალიან მაგრად გამოიყრებიან, ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილამდე გასასვლელად, რამოდენიმე წამი დააკლდათ და მასპინძელ გერმანიასთან ფრე გააგორეს. შვეიცარია ძალიან გამართულ და სწორ ფეხბურთს თამაშობს მინიმალუური შეცდომებით, სრულიად დამსახურებულად შვეიცარიელებმა იტალია გამოთიშეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

შვეიარიამ და ინგლისმა ბოლო შეხვედრა ერთმანეთს შორის 2022 წლის მარტში ითამაშეს. ერთა ლიგის მესამე ადგილოსნის გასარკვევად პენალტების სერია გახდა საჭირო სადაც ინგლისმა იმარჯვა. ხოლო დიდი ტურნირებზე ბოლოს ინგლისელები შვეიცარიელებეს ევრო 2004 ზე შეხვდნენ სადაც, ინგლისმა შვეიცარია გაანადგურა 3-0.