ავტორიზაცია

ევრო 2024 | პორტუგალია დამარცხდა - საფრანგეთი 1/2-ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება

ევრო 2024 | პორტუგალია დამარცხდა - საფრანგეთი 1/2-ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება
თარიღი 06 ივლ 2024, 01:54
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა პორტუგალია დაამარცხა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც დიდიე დეშამის გუნდი უფრო ძლიერი აღმოჩნდა - 5-3.

საფრანგეთის მხრიდან უსმან დემბელემ, იუსუფ ფოფანამ, ჟიულ კუნდემ, ბრედლი ბარკოლამ და ტეო ერნანდესმა გაიტანეს, პორტუგალიელთა რიგებიდან კი - კრიშტიანუ რონალდუმ, ბერნარდუ სილვამ და ნუნუ მენდეშმა. ერთადერთი თერთმეტმეტრიანი ჟოაუ ფელიშმა გააცუდა, რის გამოც რობერტო მარტინესის შეგირდები ტურნირს გამოეთიშნენ.

საფრანგეთი ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.