ავტორიზაცია

ევრო 2024 | საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

ევრო 2024 | საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
თარიღი 18 ივნ 2024, 01:06
საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის D ჯგუფში, დიუსელდორფში გამართულ მატჩში ავსტრია დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე გავიდა: კილიან მბაპეს შესანიშნავი თამაშისა და ჩაწოდების შემდეგ, მაქსიმილიან ვიობერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დარჩენილ დროში შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა და "მამლებმა" 1-0 მოიგეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნ'გოლო კანტე დასახელდა.

ამ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ნიდერლანდებმა პოლონეთი 2-1 დაამარცხა და პირველ ადგილზე იმყოფება. საფრანგეთი მეორე პოზიციას იკავებს, პოლონეთი - მესამეს, ავსტრია კი ბოლოზეა.

მომდევნო ტურში საფრანგეთი ნიდერლანდებს შეხვდება, ავსტრია კი პოლონეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 21 ივნისს გაიმართება.