ევრო 2024 | უილიამ სალიბა საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის წევრი არ იქნება
L’Equipe-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალის ცენტრალური მცველი, უილიამ სალიბა, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის წევრი არ იქნება.
წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ "მამლების" მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს დაცვის ცენტრის დუეტად იბრაჰიმა კონატესა და დაიო უპამეკანოს წყვილს მოიაზრებს. მოსალოდნელია, რომ სალიბა სათადარიგოთა სკამზე დარჩება და მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ძირითადი თერთმეტეულის უკანახაზელებიდან რომელიმე ტრავმას ან დისკვალიფიკაციას მიიღებს - როგორც ჩანს, დეშამს უილიამი დიდად არ მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ ის გასულ სეზონში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო.
გასულ წელს დეშამმა თქვა, რომ სალიბას დიდ სათამაშო დროს იმიტომ არ აძლევდა, რომ მან ნაკრებში თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა.
ეროვნულ ნაკრებში სალიბას დებიუტი 2022 წლის 25 მარტს, კოტ-დ'ივუართან ამხანაგურ მატჩში (2-1) შედგა. საფრანგეთის რიგებში მის ანგარიშზე 13 მატჩია.