ევრო 2024 | უკრაინამ პირველი გამარჯვება მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში უკრაინამ სლოვაკეთი 2-1 დაამარცხა.
მე-17 წუთზე ივან შრანცმა სლოვაკები დააწინაურა, თუმცა სერგეი რებროვის გუნდმა დაქამბექება მოახერხა. 54-ე წუთზე მიკოლა შაპარენკომ წონასწორობა აღადგინა, მე-80 წუთზე კი რომან იარემჩუკმა ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მომდევნო ტურში უკრაინა ბელგიას დაუპირისპირდება, სლოვაკეთი კი - რუმინეთს. ორივე მატჩი 26 ივნისს გაიმართება.