ევრო ორ ქვეყანაში მიმდინარეობს
გასულ ღამეს თურქეთმა ავსტრია დაამარცხა და გავიდა შემდეგ ეტაპზე, სადაც ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. რედ ბულ არენაზე თურქებს საოცარი ქომაგობა დახვდათ, ფაქტობრივად ვინჩენცო მონტელას გუნდი საკუთარ სტადიონზე თამაშობდა. შეხვედრამდე მთელს ქალაქში თურქეთის ეროვნული გუნდის ეკიპირება იყიდებოდა და რაც უფრო უახლოვდებოდი სტადიონს, მით უფრო მეტი მსგავსი ჯიხური შეგხვდებოდათ. გერმანიაში 7 მილიონი თურქი ცხოვრობს და ყველა მათგანი თურქეთს უჭერს მხარს. ტყუპი ძმები ჰამიტ და ჰალილ ალტიტოპები, რომლებიც გელზენკირხენში დაიბადნენ და კარიერაც ადგილობრივ შალკეში დაიწყეს, მთელი სანაკრებო კარიერა თურქეთს მიუძღვნეს დღეს დღეისობით ჰამიტი თურქეთის ფედერაციაში მუშაობს და მხარს რაღა თქმა უნდა თურქეთს უჭერს.
ისმის კითხვა საიდან არიან ამდენი თურქები ევროპის შუაგულში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. გერმანია ორად გაიყო და სახელმწიფომ ქვეყნის აღსადგენად სხვა ქვეყნიდან მუშა ხელის ჩამოყვანა გადაწყვიტა. ხელშეკრულება ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან და თურქეთთან გააფორმეს. ხელშეკრულება ყველასთან ორ წლიანი იყო და ამოწურვის შემდეგ მუშები საკუთარ ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. 1964 წელს გერმანიამ ამ კანონში პატარა ცვლილება შეიტანა, ჩამოსულ მიგრანტებს ჰქონდათ უფლება უფრო დიდი ხნით დარჩენილიყვნენ ვიდრე ორი წელი და უფლება ჰქონდათ ოჯახით ჩასვლით, ამის გამო გერმანიამ გახსნა შესაბამისი სკოლები, რომ მიგრანტ ბავშვებს შესძლებოდათ სწავლა. ეს ''პროექტი'' 70 წლების შუაში შეწყვიტეს, მაგრამ არა ლეგალურად თურქეთის მოქალაქეები დღემდე განაგრძობენ გერმანიაში გადასვლას, 2022 წლის მონაცემებით 6000 თურქი იქნება დაჭერილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.
თურქი გულშემატკივარი ყოველთვის გამორჩეულია თავისი ხმაურით და შეძახილებით, ეს ტრადიცია არც ევროზე დარღვეულა The New York Times პირველ გვერძე ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, დაიდო ესეთი სათაური. ევრო სარბიელი ორ ქვეყანაში გაიმართება. ეს მართლაც ასეა. თურქები თავისი სიმრავლით და ძლიერი გუნდით ყველას აჩვენებენ, რომ პრაქტიკულად ისინი სახლში თამაშობე. ეს ყველაფერი ჩევენ პირველ შეხვედრაში გამოვცადეთ, როდესაც საქრთველო თურქეთს, ქალაქ დორტმუნდში დაუპირისპირდა, დორტმუნდი ''პატარა'' თურქეთად არის მონათლული და ეს სიმართლეა. ჩვენ შეხვედრაშიც თურქები მრავალდ იყვნენ სტადიონზე და არცერთი წამით არ გაჩერებულან, ესე მოხდა გუშინ ავსტრიასთანაც და ნიდერლანდელ ქომაგებსაც არ ელოდებათ მარტივი ჯახი თურქ ქომაგებთან.