ავტორიზაცია

ევროპა ლიგა — გიორგი მიქაუტაძის ლიონი მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრება

ევროპა ლიგა — გიორგი მიქაუტაძის ლიონი მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრება
თარიღი 17 Apr 2025, 11:13
დღეს, ევროპა და კონფერენს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება და 1/2 ფინალში გასული გუნდები გაირკვევა.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისში გასამართი მატჩი იწვევს, სადაც გიორგი მიქაუტაძის ლიონი მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრება.

გუნდების პირველი დაპირისპირება საფრანგეთში შედგა და ფრე, 2-2 დასრულდა — აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ და მატჩის მიწურულს საგოლე გადაცემა გაიფორმა.

დღევანდელ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება მანჩესტერ იუნაიტედი, რომელსაც დე ლიხტი, კოლიერი, დიალო, მარტინესი, ევანსი და ზირკზე დააკლდება, ხოლო ლიონს ნუამაჰი და როდრიგესი ვერ დაეხმარება.



ევროპა ლიგა, დღევანდელი მატჩების ანონსი

ბილბაო V რეინჯერსი (0-0)
აინტრახტი V ტოტენჰემი (1-1)
ლაციო V ბოდო/გლიმტი (0-2)
მან.იუნაიტედი V ლიონი (2-2)

კონფერენს ლიგა, დღევანდელი მატჩების ანონსი

იაგიელონია V ბეტისი (0-2)
ფიორენტინა V ცელიე (2-1)
რაპიდი V დიურგორდენი (1-0)
ჩელსი V ლეგია (3-0)