ევროპა ლიგის მატჩის დღე: რომა 🆚 ბილბაო, ქართველების მატჩები და სხვა
დღეს ევროპა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეა. რამდენიმე საინტერესო მატჩთან ერთად, საქმეში ვიხილავთ ქართველებსაც - გიორგი მიქაუტაძის ლიონი ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს, ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის რიგასი კი ბუქარესტის სტიაუას ესტუმრება.
რომა 🆚 ბილბაო
დანიელე დე როსის გაშვების შემდეგ, რომამ მთავარ მწვრთნელად ივან იურიჩი დანიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც უდინეზე 3-0 დაამარცხა. ეს მოგება "ჯალოროსისთვის" მიმდინარე სეზონში პირველი იყო, ახლა კი გუნდს ევროპა ლიგაზე ბილბაოსთან შეხვედრა ელის. იტალიელები ბასკებს სტადიო ოლიმპიკოზე მიიღებენ.
რომას გასული 3 წლის განმავლობაში ევროტურნირებზე კარგი შედეგები ჰქონდა: გუნდმა 2022 წელს კონფერენს ლიგა მოიგო, 2023 წელს ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, გასულ სეზონში კი ამავე ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა. მათ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 9 მატჩიდან 7 მოიგეს და მხოლოდ 1 წააგეს.
თავის მხრივ, 2024/25 წლების სეზონი ბილბაომაც ცუდად დაიწყო (1 ფრე, 1 წაგება), მაგრამ შემდეგ ფორმაში შევიდა, ბოლო 5-დან 4 მატჩი მოიგო და ბოლო 3 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. ბასკური კლუბი ევროტურნირზე 2017/18 წლების სეზონის შემდეგ პირველადაა - იმ სეზონში გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ბილბაოს იტალიაში თამაში უჭირს - ბასკებმა აპენინის ნახევარკუნძულზე ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს, მაგრამ გუნდი გასვლაზე კარგად ასპარეზობს - ბოლო 6 მატჩიდან 4 გამარჯვება, მათ შორის, 2 - სექტემბერში. ამ შედეგების გათვალისწინებით, ატლეტიკი რომასთან მატჩს კარგი განწყობით ხვდება.
ლიონი 🆚 ოლიმპიაკოსი
ლიონი 🆚 ოლიმპიაკოსი
ლიონი მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე იმყოფება: 1 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება. ცოტა ხნის წინ გუნდმა მარსელთან 2-3 წააგო, რამაც ფანები ძალიან გააბრაზა.
ლიონელთა მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი ბერძნული კლუბის წინააღმდეგ მოგებას იმედოვნებს. ისტორიულად, ლიონს ოლიმპიაკოსთან კარგი შედეგები აქვს - 4 მოგება და 2 ფრე 6 მატჩში. ლიონი ევროპა ლიგის საშინაო შეხვედრებში საკმაოდ ძლიერია და ხშირად მინიმუმ 3 გოლი გააქვს.
ოლიმპიაკოსი გასულ სეზონში პირველი ბერძნული კლუბი გახდა, რომელმაც ევროტურნირი მოიგო - გუნდი კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა. ხოსე ლუის მენდილიბარმა ბოლო 2 სეზონში 2 ევროტურნირი მოიგო. თუმცა, ოლიმპიაკოსი ევროპა ლიგაზე გასვლით მატჩებში არცისე კარგია - 1 მოგება, 5 ფრე და 3 წაგება.
ოლიმპიაკოსი გასულ სეზონში პირველი ბერძნული კლუბი გახდა, რომელმაც ევროტურნირი მოიგო - გუნდი კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა. ხოსე ლუის მენდილიბარმა ბოლო 2 სეზონში 2 ევროტურნირი მოიგო. თუმცა, ოლიმპიაკოსი ევროპა ლიგაზე გასვლით მატჩებში არცისე კარგია - 1 მოგება, 5 ფრე და 3 წაგება.
ორივე გუნდი იმედოვნებს, რომ ევროტურნირს პოზიტიური შედეგით გახსნის.
დღევანდელი განრიგი ასეთია:
20:45 | ფენერბაჰჩე 🆚 სენტ-ჟილი
20:45 | მალმიო 🆚 რეინჯერსი
23:00 | აიაქსი 🆚 ბეშიქთაში
23:00 | რომა 🆚 ბილბაო
23:00 | ბრაგა 🆚 მაქაბი თელ ავივი
23:00 | აინტრახტი 🆚 პლზენი
23:00 | სტიაუა 🆚 რიგასი
23:00 | ლიონი 🆚 ოლიმპიაკოსი
23:00 | ტოტენჰემი 🆚 ყარაბაღი