ავტორიზაცია

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდი ბევრად შეცვლილია" - ბუდუ ზივზივაძე

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდი ბევრად შეცვლილია" - ბუდუ ზივზივაძე
თარიღი 16 Nov 2025, 00:14
ესპანეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:4 მარცხის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.

"ესპანეთის ნაკრებთან თამაში ყოველთვის რთულია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა ნებისმიერი ნაკრებისთვის. წინა თამაშთან შედარებით ამ მატჩში იყო პოზიტიური მომენტები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელმაც გაგვამხნევა. უნდა გქონდეთ ამ გუნდის იმედი.

ამ გუნდს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ მომავალში უკეთ წარმოაჩინოს თავი. ბულგარეთთან თამაში? ნაკრების ყველა თამაში მნიშვნელოვანია, პოზიტიური განწყობით უნდა წავიდეთ ბულგარეთში, იმისთვის, რომ ხასიათი გამოვისწოროთ. დავამატებ იმასაც, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდი ბევრად შეცვლილია.

მოვიდა ბევრი ახალი ფეხბურთელი და ცხადია, ნაკრების ძველ და ახალ წევრებს შეთამაშებისთვის დრო სჭირდებათ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ნაკრები გულშემატკივარს კიდევ გაახარებს,"
 - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.