ავტორიზაცია

ევროპული კალათბურთი კულმინაციას უახლოვდება

ევროპული კალათბურთი კულმინაციას უახლოვდება
თარიღი 26 მაი 2024, 14:16
დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე ბერლინში " ულ არენაზე " ევროლიგის ფინალი გაიმართება.
ფინალში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "პანათინაიკოსი" შეხვდებიან. 

ესპანელებმა ერთი ბერძნული კლუბი უკვე გამოთიშა ტურნირს, ნახევარ ფინალში სამეფო კლუბმა "ოლიმპიაკოსი" 11 ქულით დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მექულე ალეკ პიტერსი იყო, მაგრამ მისმა 23 ქულამ ბერძნები ვერ გადაარჩინა. რეალში საუკეთესო დზაგან მუსა იყო, ბოსნიელმა მეტოქეს 20 ქულა ჩაუგდო. შეგახსენებთ, რომ შარშან ფინალში რეალმა სწორედ თეთრ წითლები დაძაბულ და ძალიან საინტერესო მატჩში დაამარცხეს 79:78.

"პანათინაიკოსმა", მარტივად მოუგო სტამბულის "ფენერბახჩეს" და გავიდა ფინალში. ბერძნებმა შეხვერდაში სწრაფად მოახერხეს გაქცევა, პირველ 5 წუთში ანგარიში 12:0 იყო და ეს სხვაობა ფენერმა ვერ დაქაჩა და მთელი მატჩის მანძილზე შეხვედრას აგებდა. საფინალო ანგარიში 73:57 დაფიქსირდა. "მწვანეების" მხარეს საუკეთესო მატიას ლესო იყო, რომელამაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. 17 ქულა და 10 მოხსნა.

მადრიდელები მოქმედი ჩემპიონები და ევროლიგის რეკორდსმენები არიან, მათ ანგარიშზე 11 მოგებული ტიტულია. რეალის მეტოქემ, ევროლიგა 6 ჯერ მოიგო, ბოლოს ეს შორეულ 2011 წელს მოახერხა.
 
რეგულარულ სეზონში 2 მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდა, ათენში რეალმა იმარჯვა 90:78. ხოლო განმეორებით შეხვედრაში, მადრიდში უკვე ბერძნებმა აიღეს რევანში 86:97.