EXCLUSIVE: გია ცეცაძემ სამტრედია დატოვა
Goal.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართველმა სპეციალისტმა გია ცეცაძემ „სამტრედია“ ოფიციალურად დატოვა.
მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „სამტრედიამ“ შინ „შუქურას“ ვერ მოუგო (1:1) და 99%-ით ეროვნული ლიგა 2-ში გავარდა.
გია ცეცაძე სამტრედიელ გულშემატკივრებს 2016 წლიდან ახსოვთ, როცა მან გუნდს ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
„სამტრედია“ მეორედ ცეცაძემ ამ სეზონის სტარტზე ჩაიბარა, თუმცა მთელ სეზონში მხოლოდ 4 მატჩის მოგება მოახერხა და გუნდი გავარდნისგან ვერ იხსნა.
სეზონის ბოლომდე, „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს მეორე გუნდის თავკაცი ჩაიბარებს.