[EXCLUSIVE] საბა კვერკველია უკრაინის ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, საბა კვერკველია კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, 29 წლის ცენტრალური მცველის ახალი გუნდი ხარკოვის "მეტალისტ 1925" იქნება, რომელთანაც ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ფეხბურთელი უკვე უკრაინაშია და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
საბა კვერკველიას უკანასკნელი კლუბი ვოლგოგრადის როტორი იყო, რომელშიც იჯარის წესით მოსკოვის ლოკომოტივიდან თამაშობდა. 29 წლის ფეხბურთელი მაისის შემდეგ თავისუფალი აგენტია.
რაც შეეხება მეტალისტ 1925-ს, უკრაინის ჩემპიონატში 10 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-8 პოზიციაზეა.