ავტორიზაცია

ეზეს ჰეთ-თრიქი - არსენლმა ტოტენჰემი გაანადგურა

ეზეს ჰეთ-თრიქი - არსენლმა ტოტენჰემი გაანადგურა
თარიღი 23 Nov 2025, 22:38
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ლონდონური დერბი გაიმართა, სადაც ერთმანეთს არსენალი და ტოტენჰემი დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება არსენალს დარჩა, რომელმაც ტოტენჰემი 4-1 გაანადგურა. 90 წუთის განმავლობაში მიკელ არტეტას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და გამარჯვებაც მოიპოვა. საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა ებერეჩი ეზემ, რომელმაც ტოტენჰემს 3 გოლი გაუტანა.

გოლები: 1-0 ლეანდრო ტროსარი 36', 2-0 ებერეჩი ეზე 41', 3-0 ებერეჩი ეზე 46', 3-1 რიშარლისონი 55', 4-1 ებერეჩი ეზე 76'.

არსენალმა ამ გამარჯვებით 29 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილოსან ჩელსის 6 ქულით გაასწრო. რაც შეეხება ტოტენჰემს, "დეზები" 18 ქულით, მე-9 პოზიციაზე დარჩნენ.