ფაბიო კანავარო: "ხვიჩასთვის სჯობს ნაპოლიში დარჩეს"
იტალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ "ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა.
„ხვიჩა ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ვფიქრობ, ის მადრიდის რეალის ან მანჩესტერ სიტის დონეს მიაღწევს. თუმცა, ახლა ამ კლუბებს შეტევის ფლანგებზე კარგი მოთამაშეები ჰყავთ.
მისთვის სჯობს ახლა ნაპოლიში დარჩეს, ვიდრე სხვა გუნდში სათადარიგოთა სკამზე დარჩენა გარისკოს. ხვიჩა ნეაპოლში უყვართ და პატივს სცემენ“, - თქვა კანავარომ.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა გარემარბმა 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.