ავტორიზაცია

ფაბიო პარატიჩი და ანტონიო კონტე - დუეტი, რომელიც კვლავ ბრუნდება

ფაბიო პარატიჩი და ანტონიო კონტე  -  დუეტი, რომელიც კვლავ ბრუნდება
თარიღი 28 Mar 2025, 11:58
მიმდინარე სეზონი მილანისთვის საკმაოდ წარუმატებელია, გუნდი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება, რაც მძიმე დარტყმა იქნება კლუბისთვის და მისი ქომაგებისთვის. ასევე გუნდის მომავალი გაურკვეველია ჯერ უცნობია თუ ვინ იქნება, კლუბის სათავეში მენეჯმენტის კუთხით ჯორჯო ფურლანის სურვილია, რომ კლუბში სპორტულ დირექტორად ფაბიო პარატიჩი მიიწვიოს, რომელსაც დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. 

პარატიჩის უკანასკნელი სამუშაო იტალიის გარეთ ინგლისის პრემიერ ლიგის ტოტენჰემში იყო, მაგრამ იტალიელი ლონდონური გუნდიდან საკმაოდ სკანდალურად წამოვიდა და მას მერე უმუშევარია, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ პერიოდის მანძილზე პარატიჩი ფეხბურთიდან მოკვეთილი იყო და მის დისკვალიფიკაცია ვადა 2 თვეში გასდის. 

იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა თავი იუვენტუსში მუშაობით გაითქვა, სწორედ მასთან ერთად გაითქვა თავი და შექმნა თავისი ახალი ისტორია ტურინის იუვენტუსმა. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, კი ნაპოლის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა. პარატიჩი და კონტე წლებია მეგობრობენ და არ იქნება გასაკვირი თუ ისინი კვლავ ერთად იმუშავებენ. 

ანტონიო კონტეს სჩვევია, სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და სწორედ ასეთი შეიძლება იყოს სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვება, რადგან მას და დელაურენტის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ და თუ გუნდი ჩემპიონი ვერ გახდება დიდი ალბათობით იტალიელი კლუბიდან წავა. 

პარატიჩის მილანში დანიშვნის შანსი, საკმაოდ მაღალია და მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ანტონიო კონტეს მოყვანა იქნება, მილანი ასევე იგლი ტარეს განიხილავს მაგრამ ამ წუთისთვის პარატიჩი ლიდერობს, იმაზეც დაიწერა, რომ იტალიელს გუნდში პაოლო მალდინის დაბრუნება სურს, მაგრამ ეს რთულად წარმოსადგენია.