ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანო: ზახარიანი რეალ სოსიედადში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

ფაბრიციო რომანო: ზახარიანი რეალ სოსიედადში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 12 აგვ 2023, 15:20
იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, რომ ესპანური "რეალ სოსიედადი" ძალიან ახლოს არის მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველის, არსენ ზახარიანის შეძენასთან. 

წყარო იუწყება, რომ ბასკები ამჟამად 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ტრანსფერის თანხა 13 მილიონი ევრო + ბონუსები უნდა იყოს.