"ფანჯარა გახსნილია და კლუბი მუშაობს", - პოჩეტინომ ორი პოზიცია დაასახელა, რომლის გაძლიერებაც სურს

მაურისიო პოჩეტინომ დაასახელა ორი პოზიცია, რომლის გაძლიერებაც ზაფხულის ბოლომდე მის გუნდს სჭირდება.
„ჩვენ კიდევ ერთი მეკარე გვჭირდება. ნიჭიერი ახალგაზრდა გოლკიპერები გვყავს, მაგრამ მათ დრო უნდათ, ჩვენ კი ახლავე გვჭირდება უფრო მეტი. კიდევ, საუბარია შემტევ ფეხბურთელზე.
თუ საჭირო თვისებების მქონე ფეხბურთელს მოვიყვანთ - კარგი, მაგრამ მიზანი უბრალოდ კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებაში არ მდგომარეობს, ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდების პროგრესის შენელება.
სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და კლუბი მუშაობს, არის გარკვეული ჭორები, რომელიც შეიძლება მართალია და შეიძლება არც. შეგატყობინებთ, როგორც კი რაიმე მოხდება.“, - აღნიშნა „ლურჯების“ მწვრთნელმა.
ამ ზაფხულს „ჩელსიმ“ უკვე 9 ფეხბურთელი დაიმატა ჯამურად 401 მილიონი ევროს ოდენობით.“