ავტორიზაცია

ფარაონი ევროპაში ბრუნდება! ელ შაარავი კარიერას ყოფილ გუნდში გააგრძელებს

ფარაონი ევროპაში ბრუნდება! ელ შაარავი კარიერას ყოფილ გუნდში გააგრძელებს
თარიღი 22 იან 2021, 23:45
„შანხაი შენხუას“ იტალიელი შემტევი, სტეფან ელ-შაარავი „რომაში“ დაბრუნებასთან არის ახლოს.

ფეხბურთელი უკვე ჩაფრინდა რომში, სადაც ტრანსფერის წინ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, ინფორმაციას Sky Sport Italia ადასტურებს.

დიდი ალბათობით, ელ შაარავი ყოფილ გუნდს იჯარის წესით დაუბრუნდება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ექნებათ თუ არა „მგლებს“ მისი გამოსყიდვის უფლება.

ჩინურ გუნდთან ელ შაარავი 2022 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა „რომა“ 2019 წლის ზაფხულში დატოვა. მგლების შემადგენლობაში მან 139 მატჩი ჩაატარა და 40 გოლსა და 26 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.